თავისუფალი პეპლები

დადგმის ხელმძღვანელი: ლევან წულაძე
რეჟისორი: ანი ხიდეშელი
მონაწილეობენ: კოკო როინიშვილი, ანუკა გრიგოლია, თაკო ბერიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე

ხანგრძლივობა: 80 წუთი

 

ამერიკელი დრამატურგის ლეონარდ გერშის პიესა, რომელიც 1958 წელს „ოსკარის“ პრემიაზე იყო ნომინირებული.

 

დონ ბეიკერს ყველაზე მეტად ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყება და მზრუნველი დედისგან წასვლა სურს. მართალია დონი დაბადებიდან უსინათლოა, მაგრამ ის მაინც მიდის ნიუ-იორკში და ბინაში მარტო სახლდება. დონი კედლის მეზობელს, მსახიობ ჯილის გაიცნობს, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობს და არ მალავს სიმპატიას დონის მიმართ. დონი სიმღერებს წერს და ცხოვრება მშვენიერი მოჩანს, ხოლო მომავალი – ნათელი…
დონი მისგან ბევრ რამეს სწავლობს, ჯილიც ბევრს იგებს დონისგან. ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ რა არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ცხოვრებაში არ არსებობს ბარიერები რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

 

სპექტაკლი 2015 წლის პრემია “დურუჯზე” წარადგინეს.
ანი ხიდეშელი საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ხოლო კოკო როინიშვილი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე.

1995 წელს სპექტაკლი “ეს თავისუფალი პეპლები” რუსთაველის თეატრშიც დაიდგა.

პროგრამა

მარჯანიშვილის თეატრი
სხვენი