Tbilisi Open Air 2019

21-22-23 ივნისი. Lisi Wonderland, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია.

3 დღე, 4 სცენა, 60-ზე მეტი არტისტი.

ინფორმაცია ბილეთების შესახებ:

I კალათა (მოქმედებს 8 აპრილიდან 31 მაისის 23:59-მდე):

– დღიური ბილეთი – 60 ₾

– 3-დღიანი აბონემენტი – 145 ₾

II კალათა (ამოქმედდება 1 ივნისიდან):

– დღიური ბილეთი – 75 ₾
– 3-დღიანი აბონემენტი – 180 ₾
ბილეთები იყიდება ონლაინ: www.tkt.ge/openair, ასევე ფილარმონიის სალაროებში (ყოველდღე, სამშაბათის და კვირის გარდა – 11:00-19:00)

ყველა ბილეთი და აბონემენტი დაცულია უნიკალური QR-კოდით. გთხოვთ, თქვენი ბილეთი და QR-კოდი კონფიდენციალურად შეინახოთ.

იმისთვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური პირებისგან.

შეძენილი ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა არ არის შესაძლებელი.

ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი/აბონემენტი ტერიტორიის შესასვლელში გადაცვალოთ სამაჯურში. გაითვალისწინეთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.

10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ახლდეს ბილეთიანი სრულწლოვანი პირი.