ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს

რეჟისორი: მაია დობორჯგინიძე
პიესის ავტორი: ავთო ვარსიმაშვილი
მონაწილეობენ: თიკო კორძაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მამუკა მუმლაძე, მარიამ ნადირაძე

თინა ეტლს მიჯაჭვულ დედას უვლის და მისი ცხოვრება ძალიან ერთფეროვანია. დედამისს, სოფოს ძალიან უყვარს გალაკტიონი და მუდმივად მის ლექსებს კითხულობს და გასათხოვარ შვილზე დარდობს – მას რომ ოჯახი ყავდეს, მერე მშვიდად წავიდოდა იმ ქვეყნად.
ერთხელაც შეცდომით მათ სახლში ირაკლი მივა, რომელიც თანდათან ეჩვევა ამ ოჯახს და რადგან დედის გულის გასახარად თინა ყველაფერზე წამსვლელია, ის ირაკლის საქმროდ აცნობს. მალე „აღმოჩნდება“, რომ მათ 20 წლის შვილიც ყავთ – ლიზა…

თანამედროვე ზღაპარი, რომელშიც სასწაულები ხდება. როგორ შეიძლება ოთხი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი სულ ცოტა დროში გახდეს ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მათ ნამდვილი, ოჯახური სითბო, სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ. ეს არის ზღაპარი ადამიანურ ურთიერთობებსა და სიყვარულზე.

ორ მოქმედებად

 

პროგრამა

თავისუფალი თეატრი

4 მაისი – 19:00 სთ