აუ, ლესნიცა დაუკარი რა.. – ეს ფრაზა ადრე ხშირად ჟღერდა საქართველოში და მიმართული იყო ადამიანისკენ, რომელიც აკუსტიკურ გიტარას ასე თუ ისე ფლობდა. ツ მართლაც, ლეგენდარული Led Zeppelin-ის შემოქმედებაში სიმღერა Stairway To Heaven ყველაზე გამორჩეული სწორედაც რომ მისი ინტროს წყალობით გახდა. ♫ ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიებში ყველაზე ხშირად ახალი გიტარის გატესტვისას სწორედ ამ სინგლის პირველ აკორდებს უკრავენ ხოლმე და ზოგიერთ მათგანში უკვე გამოჩნდა აბრა წარწერით “No Stairway to Heaven!” ♬ სიმღერა შესულია ჯგუფის 1971 წლის ალბომში Led Zeppelin IV. 💿

მსგავსი თემები