არსებობენ „უკვდავი“ სიმღერები, ასევე ნაწარმოებები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკაზეა შექმნილი და მათი „უკვდავება“ იმაშია, რომ ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც იხსენებენ ან მოარგებენ ხოლმე ამათუიმ მოვლენას რომელიმე მათგანს. ამჯერად წარმოგიდგენთ მერაია ქერის სიმღერას All I Want For Christmas Is You. მისი „უკვდავება“ იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება მთელი წელიწადი არც გაგახსენდეს, მაგრამ შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მყისვე იძენს აქტუალურობას. მას მოისმენთ თითქმის ყველგან –  ქუჩაში თუ სახლში, სავაჭრო ცენტრებსა და წინასაშობაო ბაზრობებზე, ტელევიზორებიდან თუ რადიომიმღებებიდან უხვად ისმის ნაცნობი რიტმები. ♫ სიმღერა იმდენად განუყოფელია ახალ წელთან, რომ ის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ოფიციალურ ჩარტებშიც კი იკავებს მოწინავე პოზიციებს. მაგალითად დღეისთვის, 30.12.2020 ისთვის, Europe Official Top 100 ში პირველ(!) პოზიციაზეა, ხოლო ამერიკულ BillboardTop 100-ში მე 2-ე ზე. 💿 სინგლი შესულია ამერიკელი მომღერლის 1994 წელს გამოცემულ ალბომში Merry Christmas. 🎄

P.S. გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს ! ️🎊

მსგავსი თემები