თანამედროეობის ერთერთი ყველაზე ეპატაჟური და ორიგინალური იმიჯის მქონე, 17 წლის მომღერალი და კომპოზიტორი ბილი ეილიში (Billie Eilish Pirate Baird O’Connell) და მისი ჯერჯერობით ერთადერთი მეგაჰიტი Bd Guy, რომელიც შესულია მუსიკოსის სადებიუტო ალბომში  When We All Fall Asleep, Where Do We Go?. სინგლი 29 მარტს გამოვიდა და მსოფლიოს წამყვანი ჩარტების საუკეთესო პოზიციებიც დაიპყრო. მიმდინარე კვირას ის  Billboard Top 100 ს ჩაუდგა სათავეში, გადაუსწრო რა LIL NAS X ის და BILLY RAY CYRUS– ის ტოპ-ჰიტს Old Town Road, რომელიც 14 კვირის განმავლობაში არ თმობდა ლიდერობას ა.შ.შ. ს ოფიციალურ მუსიკალურ ჩარტში. ♬♫

მსგავსი თემები