მართალია, რომ შვედური გლემ-როკ ჯგუფის Europe-ს სავიზიტო ბარათად თრექი The Final Countdown ითვლება და ბევრი ფიქრობს რომ ამ სიმღერის გარდა ჯგუფის რეპერტუარში სხვა საყურადღებო სინგლი არ მოიძებნება, თუმცა ზოგიერთი მუსიკალური კრიტიკოსის აზრით ბენდის შემოქმედებაში არის კიდევ ერთი გამორჩეული ჰიტი, რომელიც 80 იანი წლების ერთერთ ყველაზე მელოდიურ როკ-ბალადად შეიძლება ჩაითვალოს. სიმღერა სახელწოდებით Carrie შესულია ბენდის  1987 წლის ალბომში The Final Countdown და მისი მაქსიმალური მიღწევა ამავე წელს U.S. Billboard 200-ში მე 3-ე პოზიცია გახლავთ. გთავაზობთ ჯგუფის გამოსვლას 2018 წელს ჩილეში, როკ-ფესტივალზე  “Festival de Viña“.  ♫♬

მსგავსი თემები