ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოდელი დუა ლიპა თამამად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ ვარსკვლავად. ბოლო წლებში სოლო ნამუშევრებთან ერთად 25 წლის მუსიკოსი თაყვანისმცემლებს სხვადასხვა სახის ორიგინალურ კოლაბორაციებსაც სთავაზობს. სიმღერა Don’t Start Now შესულია მომრერლის 2020 ში გამოცემულ, რიგით მე 2-ე სტუდიურ ალბომში Future Nostalgia. 💿 თავად სინგლის რელიზი 31 ოქტომბერს შესდგა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა „ფორტუნა პლუსის ჩარტს“. ♫ გთავაზობთ ლიპას ორიგინალურ პერფომანსს ლოს ანჟელესში, 2019 წელს. ️🎤️🎵

მსგავსი თემები