კანადელი მომღერლის და კომპოზიტორის, ბრაიან ადამსის ორი პოპულარული სიმღერა, რომელიც მან 2016 წელს ევროპული ტურნეს დროს, ერთერთ კონცერტზე შეასრულა.  Everything I Do (It For You) შესულია მომღერლის ორ ალბომში, რომელიც ადამსმა 1991 წელს გამოსცა. მათგან პირველი გახლავთ  საუნდთრექ-ალბომი Robin Hood: Prince of Thieves, რომელიც სპეციალურად კევინ რეინოლდსის ამავე სახელწოდების ფილმისთვის ჩაიწერა, რომელშიც მთავარი როლი  კევინ კოსტნერმა შეასრულა.  სიმღერა ასევე მუსიკოსის მე 6-ე სტუდიურ ალბომში Waking Up the Neighbours არის შესული. რაც შეეხება სიმღერას Heaven, ის მომღერლის უფრო ადრეულ ნამუშევარს წარმოადგენს. ♫ სიმღერა შესულია 1985 წლის ალბომში A Night in Heaven.  ☮

მსგავსი თემები