შესაძლოა 1969 წელს დაარსებული ამერიკული ბლუზ-როკ ჯგუფის, ZZ Top-ის შემოქმედებას კარგად არ იცნობდეს მუსიკის მოყვარული, მაგრამ ვიზუალურად ბენდი მართლაც გამოირჩევა სხვა ჰარდ-როკ ჯგუფებისგან. ZZ Top ერთერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც  გამორჩეული, ეპატაჟური იერი გამოიყენა წარმატების მისაღწევად და სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მსოფლიო შოუბიზნესს პირველ რიგში ვიზუალურად, ვიდრე ჰიტების სიმრავლით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბენდს 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული რომელთა 50 მილიონი კოპიაა გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით, ჰყავს  უამრავი თაყვანისმცემელი და მათი კონცერტები დღემდე კრებს პუბლიკას. სინგლი Gimme All Your Lovin’ შესულია ჯგუფის 1983 წლის ალბომში Eliminator. სიმღერამ 37-ე  პოზიცია დაიკავა US Billboard Hot 100 -ში და მე 10-ე UK Singles Chart-ში.

მსგავსი თემები