უიშვიათესი მოვლენა მსოფლიო მუსიკალურ შოუ-ბიზნესში –  როდესაც ერთი და იგივე სიმღერა ევროპის და ამერიკის ოფიციალურ სინგლთა ჩარტებში ერთდროულად პირველ პოზიციაზე ხვდება !!! ასე მოხდა რამოდენიმე დღის წინ, კერძოდ 2021 ის 29 მაისს, როდესაც როგორც ევროპულ Top40-Charts ში, ასევე ა.შ.შ. ს Billboard-Charts-Hot-100 ის პირველ პოზიციებზე  წლევანდელი წლის ნამდვილი აღმოჩენის, ოლივია როდრიგოს ახალი სიმღერა Good 4 U გამოჩნდა. 18 წლის ამერიკელი მომღერალი და პოპულარული, ახალგაზრდული სერიალის

Bizaardvark ის ერთერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მსოფლიო მელომანებმა სიმღერით Drivers License გაიცნეს (სიმღერა „ფორტუნა პლუსის ჩარტს6 კვირის განმავლობაში ედგა სათავეში). თავად სინგლმა მუსიკალური კრიტიკოსების ძირითადად დადებითი შეგფასებები მიიღო. რაც შეეხება მომღერლის ახალ ნამუშევარს, იგი შესულია ოლივიას სადებიუტო ალბომში Sour, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისს გამოვიდა.💿

მსგავსი თემები