პოპ-მუსიკის ნამდვილი გენიოსის, ინგლისელი მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის შემოქმედებაში შედის 30 სოლო, 9 საუნდთრექების და 4 კოლაბორაციული ალბომი!!!💿 მომღერალი, რომელიც 50 წელზე მეტია სცენაზე დგას და მუდამ გამოირჩევა არაორდინალური, ეპატაჟური ცხოვრების სტილით, დღემდე აქტიურად მოღვაწეობს, რაზეც მისი ბოლო სტუდიური ალბომი Wonderful Crazy Night მეტყველებს, რომელიც მან 2016 წელს გამოსცა, ხოლო, სულ ახლახანს ითანამშრომლა პოპულარულ ჯგუფთან Gorillaz. გთავაზობთ მუსიკოსის ერთერთ მეგაჰიტს I’m Still Standing 1983 წლის ალბომიდან Too Low for Zero ,რომელიც მომღერალმა 1984 წელს უემბლის სტადიონზე შეასრულა. ️🎤️🎵

ტეგები: ELTON JOHN

მსგავსი თემები