გარდა იმისა, რომ 8 დეკემბერი უდაოდ გენიალური მუსიკოსის,  ჯიმ მორისონის დაბადების დღეა, ეს თარიღი მეორე, ალბათ უფრო დიდი მასშტაბების მქონე მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელობის დღეცაა. ️🎸შეგახსენებთ რომ 40 წლის წინ – 40 წლის ასაკში❕(1980წ /8.12) ქ.ნუიორკში, მარკ დევიდ ჩეპმენის მიერ იქნა მოკლული ლეგენდარული „ბიტლი“, უამრავი ადამიანისთვის სიცოცხლეშივე კერპად ქცეული, ბრიტანელი მუსიკოსი ჯონ ლენონი. გთავაზობთ მომღერლის ალბათ ყველაზე ცნობილ სიმღერას Imagine, რომელიც შესულია ლენონის მეორე, ანალოგიური სახელწოდების სტუდიურ ალბომში, რომელიც 1971 წელს ჩაიწერა. 💿

მსგავსი თემები