კანადელი რეგეი და ჰიპ-ჰოპერ შემსრულებელი Snow,იგივე დარენ კენეტ ო’ბრაიენი ჰიტების სიმრავლით მართლაც რომ ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ მისი Informer საქვეყნოდ ცნობილია და გასული საუკუნის 90 იანი წლების ერთერთ მეგაჰიტს წარმოადგენს. სიმღერამ, რომელიც შესულია მუსიკოსის 1992 წლის ალბომში 12 Inches of Snow, გამოსვლისთანავე დაიპყრო მსოფლიოს წამყვანი ჩარტები და ამერიკული Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე 7 კვირის განმავლობაში დაჰყო. საინტერესოა, რომ 2019 წელს პოპულარულმა პუერტორიკოელმა მომღერალმა Daddy Yankee ლათინურენოვანი ქავერი გააკეთა ამ სიმღერაზე, რომელმაც ევროპის ოფიციალურ სინგლთა ჩარტში პირველი ადგილიც კი დაიკავა. 

მსგავსი თემები