ჩვენი  საახალწლო ლაივ-სეტი გრძელდება 🎄  წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საშობაო სიმღერას, რომელიც გასული საუკუნის 80 იანი წლების მე 2-ე ნახევრის ნამდვილი მეგაჰიტი იყო და იმდროინდელ საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სინგლი Last Christmas ♫  ჯორჯ მაიკლის, რომელიც მაშინ ჯფგუფ Wham! ის შემადგენლობაში შედიოდა, ალბათ ყველაზე წარმატებული ნამუშევარია, რადგან ყოველი ახალი წლის  მოახლოებასთან ერთად სიმღერა „აქტიურდება“ და ზოგჯერ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების ოფიციალურ ჩარტებშიც კი ხვდება. ♪ სინგლი შესულია ჯგუფ Wham!-ის 1984 წელს გამოცემულ ალბომში Music From The Edge Of Heaven. გთავაზობთ სინგლის ორიგინალურ ვერსიას, უკვე თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული მიმდინარეობის, K-POP-ის ერთერთ ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, ჯგუფ BLACKPINK ის შესრულებით. ♬🎅

მსგავსი თემები