განვაგრძობთ საახალწლო თემატიკას და გთავაზობთ სიმღერას Let It Snow, რომლის გარეშეც უკვე წლებია, რაც წინასაახალწლო ციებ-ცხელება წარმოუდგენელია. 🎄 ნაწარმოები შორეულ, 1945 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ის ბევრმა ცნობილმა მომღერალმა სხვადასხვა წელს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეასრულა. ამასთან სინგლი, მრავალი ფილმისა თუ ანიმაციის საუნდთრექიც გახლავთ.🎬 სიმღერის მუსიკა კომპოზიტორმა ჯულ სტაინსმა დაწერა, ხოლო ტექსტი, იმ დროსთვის ბროდვეიზე ცნობილ პიროვნებას, პიესებისა და სიმღერის ტექსტების ავტორს სემუელ კოენს ეკუთვნის. ♫

ამჯერად გთავაზობთ მეგაჰიტის მაიკლ ბუბლესა და ქრის აიზეკის კოლაბორაციულ ვერსიას. ♬

მსგავსი თემები