ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მას შემდეგ, რაც შედგა მსოფლიო პრემიერა მუსიკალურ-ბიოგრაფიული ფილმისა Bohemian Rhapsody, რომელიც ლეგენდარული „ქუინის“ , პირველ რიგში კი ფრედი მერკურის პირადი ცხოვრების და შემოქმედებითი მოღვაწეობის დეტალებს ასახავს, ჯგუფის მიმართ ინტერესმა ძალიან მოიმატა. ☮გთავაზობთ ჩანაწერს, სადაც წარმოდგენილია სამუშაო პროცესიEMI -ს ერთერთ სტუდიაში  სიმღერაზე “One Vision”.  ♬ ♩  სიმღერა შესულია ჯგუფის 1986 წლის ალბომში A Kind of Magic, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჯგუფის მე-2-ე საუნდთრექ-ალბომად, (პირველი – 1980 Flash ამავე სახელწოდების კომიკსზე გადაღებული ფილმისთვის) რადგან რამდენიმე სიმღერა ამ ფირფიტიდან გამოყენებული იქნა ძალიან ცნობილ ფილმში Highlander (მთიელი), რომელშიც მთავარი როლი კრისტოფერ ლამბერტმა შეასრულა. საინტერესოა, რომ ფილმის მხარდასაჭერად გადაღებული იქნა ვიდეორგოლი ამავე ალბომის ერთერთ სიმღერაზე  Princes Of The Universe, რომელშიც  ფრანგმა მსახიობმაც მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები