რათქმაუნდა, არც ბრიტანელი მომღერალი სტინგი ჩამორჩა მსოფლიოში პანდემიის გამო ცნობილი მუსიკოსების საერთო პათოსს და ორიგინალური პერფომანსი მანაც შემოგვთავაზა. კომპოზიცია Message In a Bottle ეკუთვნის ჯგუფ The Police-ს, რომლის ლიდერიც გახლდათ სტინგი და შესულია მათ 1979 წლის ალბომში Reggatta de Blanc. ? რაც შეეხება სინგლებს Englishman In New York და Fragile, ორივე მათგანი ნამდვილ სუპერ-ჰიტს წარმოადგენს და შესულია ინგლისელი მუსიკოსის 1987 წლის სოლო ალბომში …Nothing Like the Sun. აღსანიშნავია, რომ ორივე სიმღეა იმდროინდელ საქართველოშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ♫

მსგავსი თემები