მართლაც და საოცარი „ქუინის“ სიმღერა  Radio Ga Ga მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა იმ ადამიანის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა, რომელთაც თავისი ცხოვრება რადიოს დაუკავშირეს. ♫  სიმღერა, რომელიც ჯგუფის დრამერმა როჯერ ტეილორმა დაწერა, შესულია 1984 წლის ალბომში The Works. სიმღერაზე გადაღებულია იმ დროისთვის მეტად ორიგინალური ვიდეოკლიპი, რომელშიც გერმანელი რეჟისორის ფრიც ლანგის მიერ 1927 წელს გადაღებული შავთეთრი ფანტასტიკური ფილიმის Metropolis კადრებია შესული. სიმღერის ლაივ შესრულებას ყოველთვის თან ახლავს ორიგინალური პერფომანსი, რომელსაც კონცერტზე მისული მაყურებელი მართავს. გთავაზობთ სიმღერის ვერსიას, რომელიც „ქუინმა“ ბუდაპეშტის კონცერტზე 1986 წელს შეასრულა. აღსანიშავია, რომ კონცერტი და სხვა საინტერესო მასალა, რომელიც ჯგუფის უნგრეთში ვიზიტს ასახავდა ერთ ფილმად იქნა გამოშვებული. „Hungarian Rhapsody“ 1987 წელს საქართველოს რამოდენიმე კინოთეატრშიც კი აჩვენეს.

P.S.  ..Radio, Someone Still Loves You.. ♬ ♪☮ ✌

მსგავსი თემები