თანამედროვეობის ერთერთი მეგაჰიტი Save Your Tears, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩარტის მოწინავე პოზიციებს იკავებს. მაგალითისთვის, სიმღერა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს „ფორტუნა პლუსის ჩარტში“ მე 3-ე კვირაა ლიდერობს და პირველობას არავის უთმობს. რაც შეეხება ისტორიას – საქმე იმაშია, რომ თავიდან სინგლი კანადელი მუსიკოსის სოლო ნამუშევარს წარმოადგენდა და მისი რელიზი ჯერ კიდევ 2020 ის 9 სექტემბერს შედგა. სიმღერა შევიდა The Weeknd

-ის ახალ ალბომში After Hours 💿 და ევროპის ოფიციალურ სინგლთა ჩარტში და ამერიკულ ბილბორდში თვეობით იკავებდა წამყვან პოზიციებს. ამის შემდეგ, კერძოდ მიმდინარე წლის აპრილში მოხდა კოლაბორაცია არიანა გრანდესთან და სიმღერა დუეტად გადაკეთდა. ახალი ვერსია, რომლის რელიზიც 23 აპრილს შედგა, წარმატებული გამოდგა და კვლავ აქტუალური გახდა მელომანთა შორის. 📻

მსგავსი თემები