Lianne Charlotte Barnes ი ფართო მსმენელისთვის არაა ცნობილი, მაგრამ იმ მელომანთათვის, რომლებიც უპირატესობას ინდი-ფოლკს და ნეო სოულს ანიჭებენ, 31 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ნამდვილი ვარსკვლავი გახლავთ. მომღერალს და კომპოზიტორს ამ დროისთვის 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული და პარალელურად სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებს აპროდუსერებს  Warner Bros. Records ში. 🎙🎚 სიმღერა Say a Little Prayer, რომელიც ახლა უნდა შემოგთავაზოთ, ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელიცაა, ასერომ ინტერესს მოკლებული არ იქნება კიდევ ერთი ქავერი ამ ლეგენდარულ სინგლზე. ♫ ნამუშევარი Dionne Warwick ს ეკუთვნის და შესულია ამერიკელი მომღერლის 1967 წელს გამოცემულ ალბომში The Windows of the World. 💿

მსგავსი თემები