კიდევ ერთი საახალწლო პერფომანსი 🎄 ამჯერად ალიშა ქისის და ენდრა დეის შესრულებით. სიმღერა Someday At Christmas შორეულ, 1967 წელს  სტივი უანდერმა დაწერა. ♫ სინგლი ლეგენდარული მუსიკოსის ამავე წელს გამოცემულ ანალოგიური სახელწოდების საშობაო ალბომშია შესული. მოგვიანებით, 2015 წელს უანდერმა სიმღერა ამერიკელ მომღერალთან, ენდრა დეისთან ერთად ჩაწერა და ფართო მსმენელისთვის სიმღერის სწორედ ეს ვერსია გახდა ცნობილი, რადგან მასზე ვიდეოკლიპიც იქნა გადაღებული. ამჯერად გთავაზობთ სინგლის კიდევ ერთ ქავერს, რომელიც დეიმ ალიშა ქისთან ერთად შეასრულა. ♬

მსგავსი თემები