ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიუხედავად იმისა, რომ ერთერთ პირველ გოგონათა ჯგუფს Bananarama-ს 11 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული (მათგან ბოლო In Stereo , 2019 წელს), ინგლისური ბენდი მაინც ერთი ჰიტის ჯგუფად შეიძლება ჩაითვალოს, ისიც ქავერის.  სინგლი Venus, დანიური ჯგუფს,  Shocking Blue-ს ეკუთვნის და  მათ 1969 წლის ალბომში Hot Sand არის შესული. სიმღერა იმავე წელს ამერიკული Billboard 200-ის სათავეში მოექცა, ხოლო UK SingleChart ში მე-3-ე პოზიციამდე მიაღწია. რაც შეეხება სიმღერის „ბანანარამისეულ“ ვერსიას, გოგონებმა ის 1986 წელს ჩაწერეს და ამავე წელს გამოცემულ ლონგფლეიში True Confessions შეიყვანეს.  გთავაზობთ Bananarama-ს გამოსვლას პარიზში, 2015 წელს.

მსგავსი თემები