ჩვენს შესახებ

რადიო ,,ფორტუნა”

რადიო ”ფორტუნა” 22 წლის სტაბილური რეიტინგის მატარებელი რადიოსადგურია, რომლის ნდობის კოეფიციენტი საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება.

”ოქროს სტანდარტი FM-ზე” – ეს სლოგანი პასუხობს რადიოსადგურის დაარსებიდან დამკვიდრებულ მოთხოვნას – შევთავაზოთ მსმენელს და საქმიან პარტნიორებს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ”ოქროს სტანდარტი” განაპირობებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, წამყვანი ბიზნეს-კომპანიებისა და ზოგადად, რადიომსმენელის მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი რადიოსადგურის მიმართ. ესაა მხოლოდ ოქროს ჰიტებით შეზავებული მუსიკალური ფორმატის რადიო, რომლის მუსიკალურ არქივიშია 60-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი საუკეთესო  მუსიკალური ჰიტები.

ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივ-შემეცნებითი გადაცემების დეფიციტს განიცდის. ჩვენი ამოცანაა, მსმენელმა მაქსიმალურად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და სხვა თემების გარშემო. სწორედ ამიტომ რადიოსადგურს გააჩნია ძალიან მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს 22 წლიანი აქტიური მუშაობის შედეგია. ამას მოწმობს უამრავი წამრატებული პროექტი, რომელიც დღემდე გადის რადიო ”ფორტუნას” ეთერის მეშვეობით.

 

რადიო ,,ფორტუნას”  საინფორმაციო სამსახური

რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური წლების მანძილზე ინარჩუნებს სანდოობის მაღალ მაჩვენებელს საინფორმაციო სივრცესა და მსმენელთა შორის. ყოველდღიურად ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ უახლეს, ოპერატიულ და ექსკლუზიურ ინფორმაციას, ჩართვებს შემთხვევის ადგილიდან.

ჩვენი   წამყვანების და კორესპონდენტების, პროდიუსერების ეფექტური შრომის შედეგად თქვენ შეგიძლიათ საათში ორჯერ პირველებმა გაიგოთ ის, რაც ხდება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, გაიგოთ რას წერს ქართული პრესა და რა ხდება თქვენს გარშემო განსხვავებული, მაგრამ საინტერესო.

რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური არის ყველგან, სადაც საქართველოა FM 106.9-ზე!

 

რადიო ”არ დაიდარდო”

რადიო ”არ დაიდარდო” – ეს არის ჭეშმარიტად ქართული მუსიკის ტალღა, რომელიც უკვე 16 წელია ინარჩუნებს პირველობას მთელ საქართველოში. ჩვენი შემოქმედებითი გუნდისთვის იყო პირველი, ნიშნავს პასუხობდე ყველა რთულ გამოწვევას, იღებდე ჯანსაღ კრიტიკას და უძლებდე მუდამ მზარდ კონკურენციას. ეს არის ყველა ის ასპექტი, სადაც რადიო ”არ დაიდარდო” ლიდერია ლიდერთა შორის. აქ ყველაფერია რაც მსმენელს უყვარს:  ოქროს არქივში შემონახული და FM ტალღაზე გაცოცხლებული ლეგენდარული მელოდიები, ყველა დროის საუკეთესო ქართული ჰიტები და ახალი, ჯერ კიდევ უცნობი სიმღერები.  მუსიკა, სადაც მთავარი საზომი ხარისხია, სადაც მუსიკალურ გემოვნებას პროფესიონალები ქმნიან, ქმნიან მუსიკას ჭეშმარიტად ქართული მელოდიით.

რადიო ”არ დაიდარდოს” უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან დასაბამი მისცა ახალ ტალღას ქართულ შოუ-ბიზნესში, წაახალისა უამრავი მუსიკოსი შეექმნათ ახალი სიმღერები და  გზა გაუსხნა პოპულარობისკენ ახალბედა შემსრულებლებს.

რადიოს მუსკალურ რედაქციაში დღის მანძილზე უამრავი სიმღერა შემოდის, რადგან  დღეს უკვე ყველა იცის, რომ  ”არ დაიდარდოს” ტალღაზე აჟღერებული სიმღერა ნამდვილი ჰიტია. ეს არის რადიოსადგური, რომელიც ერთნაირად უყვარს ყველა თაობის, პროფესიისა და  გემოვნების ადამიანს.

”არ დაიდარდო” FM 96.7, ჭეშმარიტად ეროვნული ტალღა ქართული არომატით .

 

,,ფორტუნა პლუსი”

”ფორტუნა პლუსი” უკვე წლებია მოწინავე, პროგრესული, თანამედროვე,  მზარდი და ნოვაციური რადიოსადგურია, რომელიც დღესდღეობით საქართველოში წამყვან რადიოსადგურთა რეიტინგს ლიდერობს. აქ არის მუსიკა, რომელიც გიყვას, მუსიკა რომელიც ქმნის თანამედროვე სტანდარტს და ხარისხი, რომელიც გადის მსოფლიოს ტექნოლოგიური ნოვაციების ზღვარზე. მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული, ცნობილი, ძვირადღირებული ვარსკვლავები, მათი უახლესი სინგლები, ინტერვიუები, ცხოვრების პიკანტური დეტალები და მიმდინარე სიახლეები – ამ ყველაფერს ”ფორტუნა პლუსის” მსმენელი ყოველდღიურად ისმენს ტალღაზე FM 103.5.

ეს არის რადიოსადგური, რომელიც ზედმიწვენით პასუხობს თანამედროვეობის ყველა გამოწვევას და დღემდე ახალი თაობის ნომერი პირველი არჩევანია. ”ფორტუნა პლუსი”, უახლესი ჰიტების ტალღა, რომელზეც აუცილებლად უნდა გადმოერთო.

,,ავტორადიო”

”ავტორადიო”  – რადიოსადგური, რომლის სახელიც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მას კონკურენტი არ ჰყავს ავტომოყვარულთა შორის. FM 95. 1 – ეს ის ტალღაა, სადაც ნებისმიერი იპოვის მისთვის სასურველ ინფორმაციას ყველა სფეროდან. ავტომობილი ხომ ის ადგილია,  სადაც ადამიანთა უმრავლესობა დღის უდიდეს ნაწილს ატარებს. ”ავტორადიო” ეს არის ყველაზე სასიამოვნო გიდი, რომელიც მგზავრობის დროს გაწვდით ამომწურავ და განახლებად ინფორმაციას, რა სიტუაციაა თბილისის გზებზე, გეხმარებათ გაიგოთ მეტი ყველა მარკის ავტომობილის მახასიათებლებზე ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად.

,,ავტორადიო” – სიამოვნებით გასავლელი გზა ყველგან, სადაც საქართველოა.

იმისთვის, რომ საქმიანი დღე ხალიასინი გახდეს,  თქვენთვის უამრავი პროფესინალი მუშაობს, ეთერშიც და ეთერს მიღმაც. თუ მუდმივად ეძებთ სიახლეს, არ გინდათ ჩამორჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ნოვაციებს, გიყვართ ავტომობილები და კარგი მუსიკა, ”ავტორადიო” საუკეთესო არჩევანია. სასიამოვნო მუსიკალური მეგზური სიამოვნებით გასავლელ გზაზე.