აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს მოუწოდა, სწორად დასახონ მიზნები, რათა მომავალში გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამის შესახებ მან „ამონაშვილების აკადემიის“ ლაივ ჩართვის დროს ისაუბრა.

ბავშვი არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი. ბევრ რამეს ვაძალებთ ჩვენს შვილებს. მერე ისინი გვიძალიანდებიან. თითქოს მისთვის სიკეთე გვინდა და ამ დროს მივაჯახებთ რაღაც კედელს. ​არ უკიჟინოთ ბავშვს პირველობა და გამარჯვება. მჯობნის მჯობნი არ დაილევა. შური კი არ უნდა გაგვიჩნდეს, უნდა გვიხაროდეს, რომ ის დაწინაურდა. თქვენი შვილის მეგობარი რომ დაწინაურდა, დაარიგეთ თქვენს შვილს, რომ მიულოცოს, საჩუქარი მიუტანოს, გადაეხვიოს, გაიხაროს მისი გამარჯვებით. აი, ეს იქნება აღზრდა

სიმკაცრე ყველა ასაკში ადრეა. სიმკაცრე მიუღებელია. ხანდახან რომ გინდა უთხრა ბავშვს, ეს არ გააკეთოო, უთხარი: „მიდი ეს გააკეთე“ და არ გააკეთებს. თუ ბავშვს უარყოფითი რაღაცები მოსწონს, თქვენც გადადით იმის მხარეს ცოტა ხნით. ​ურთიერთობაში დაანახეთ ბავშვს, რომ ეს მთლად მოსაწონი არ ყოფილა. აიღეთ უარყოფითი ნივთი, უარყოფითი ფილმი, უარყოფითი სურათი და თქვენი რეპლიკებით დაანახეთ ბავშვს, რომ ეს მოსაწონი არ არის,“ – განცხადა შალვა ამონაშვილმა.

მსგავსი თემები