LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 200 ადამიანი სამსახურს დაუბრუნდება – კორონავირუსის გამო გაჩერებული ფოთის საწარმო მუშაობას განაახლებს

94
acharateqstilia

„აჭარა ტექსტილის“ ფოთის საწარმო, რომელიც COVID 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით გაჩერდა, სამუშაო პროცესს უახლოეს პერიოდში განაახლებს, – ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის” ხელმძღვანელმა გიორგი ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, თუ რა ფორმით და როგორ უნდა განახლდეს სამუშაო პროცესი.

„საწარმოში მუშაობა დროებით შეჩერდა, მაგრამ ახლა ვმუშაობთ მთავრობასთან და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, თუ როგორ უნდა განახლდეს მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ამას ახლო პერიოდში შევძლებთ და 1 200 თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს“, – განაცხადა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “აჭარა ტექსტილის” ფოთის საწარმოს 19 თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ამიტომ სამუშაო პროცესი შეჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები