LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“1 200 ადამიანიდან კოვიდი მხოლოდ ორს დაუდასტურდა” – ტიკარაძე ე.წ. გამშვებ პუნქტზე ტესტირების პროცესს გაეცნო

70
Untitled design

“ამ ეტაპისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულია 1 200-მდე ადამიანი და ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აქედან მხოლოდ ორ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ-19”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომელიც ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს პირადად გაეცნო.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტირების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდვითარების კვლევას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.

ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური და დარწმუნებული ვართ, რადიკალური შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო: მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს შორის უმრავლესობა პენსიონერები, მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები არიან.

“საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ კლინიკებში.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ხელისუფლებისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შეიქმნა კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა.

19 აპრილიდან კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმებას ექვემდებარებიან.

ოკუპირებული აფხაზეთიდან შემწეობის მისაღებად და გადაუდებელი საჭიროების დროს მოქალაქეები კარანტინის გარეშე გადმოდიან: საკოორდინაციო საბჭო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები