LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 აგვისტოდან ბუქარესტისკენ პირდაპირი ფრენა თბილისიდანაც დაიწყება

84

ქუთაისის აეროპორტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz air-მა რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით გუშინ პირველი ავიარეისი შეასრულა.

ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებულ პირველ ავიარეისს აეროპორტში ტრადიციულად წყლის შადრევნით დახვდნენ. რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ქართული ღვინოები დაურიგდათ. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება.  „თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1 აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით”,- აღნიშნა ალექსიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები