თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1-ელ ივნისს თეატრი 500-მდე ბავშვს უმასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველი, დევნილი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

ბავშვები ვიქტორ დოლიძის ოპერას „ქეთო და კოტე“ დაესწრებიან. სპექტაკლის დაწყებამდე კი, შესაძლებლობა ექნებათ, ამ ოპერაში მოთხრობილი სახალისო ამბავი მოისმინონ.

ღონისძიების მხარდამჭერები – „ლიბერთი ბანკი“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ბავშვებს საჩუქრებს უმზადებენ.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის „ლატავრა“ წევრები, რომლის მიზანია ახალგაზრდებში კლასიკური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა.

მსგავსი თემები