LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ მარტს ვალერიან შიუკაშვილი კონცერტს ფლორენციაში გამართავს

570
valerian-shiukashvili

დღეს, 1-ელ მარტს,  ცნობილი ქართველი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი ფლორენციაში, დუომოს კულტურული ცენტრის ერთ-ერთ დარბაზში, საქველმოქმედო სოლოკონცერტს გამართავს.

საღამოს დაესწრება მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 47 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის: დიპლომატიური კორპუსის წევრები, პროფესორები, მინისტრები, ექსპერტთა გენერალური ანსამბლეა და სხვა.

კონცერტით შემოსული თანხით უგანდაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აშენდება სახლები, რომლებზეც თითბერის დაფები იქნება მიკრული და  ვალერიან შიუკაშვილის სახელი, როგორც პროექტის მონაწილის, ამ დაფაზე იქნება გამოსახული.

ქართველი პიანისტი მედიჩების საქმიანობის გამგრძელებლისა და შთამომავლის, ფლორენციელი ქველმოქმედისა და ბიზნესმენის, პაოლო დელ ბიანკოს  მიწვევით გამართავს კონცერტს. პაოლოს სურვილი იყო, რომ 1-ელ მარტს დაგეგმილი ვალერიან შუკაშვილის პერფორმანსი აგრეთვე მიეძღვნა საქართველოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთვის.  დელ ბიანკო გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, სამხატვრო აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.  მისი ფონდი „ცხოვრება ტურიზმის მიღმა“,  ორიენტირებულია მსოფლიოს 85 ქვეყანაზე.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს  მირ ნაჩუქარი  წმინდა ნინოს ჯვრის გადაბრძანება დელ ბიანკოს მუზეუმში.

ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt-ის მოწვევით 3 მარტს დაბრუნდება და თბილისი რუმსის Garden Hall-ში დედის დღისადმი მიძღვნილ საფორტეპიანო კონცერტს გამართავს.

ქართველი პიანისტი ცხრა საერთაშორისო კონკურსის გრანპრის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები