2020 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაიწყებს. ამჯერად ეს ინდური IndiGo Airline იქნება, რომელიც დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

„ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით. ანუ თვითმფრინავი ჩამოფრინდება დელიდან თბილისში, ასევე ლონდონის მგზავრებიც დაემატებიან და შესრულდება თბილისი-დელი-ლონდონის მიმართულებაც. ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირად ვვითარდებით ამ კუთხით“, – განუცხადა 1tv.ge-ს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.

მისივე ინფორმაციით, IndiGo Airline-ის გარდა, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, IndiGo საქართველოში შემოსვლას ჯერ კიდევ 2019 წელს გეგმავდა.

მსგავსი თემები