LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივილისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება

369
1352736940pensioneri

2020 წლის 1-ელი ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის პენსია გაიზრდება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება.

ტიკარაძის თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე, 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები