LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 კვ.მ 100 დოლარად: თბილისში ბინები უპრეცედენტოდ დაბალ ფასად გაიყიდება

480
MjYzMTk1X3Bvc3RfMTU5OTU0OTAwOA==

თბილისში, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი 2022 წელს დასრულდება და სამხედრო მოსამსახურეებს იქ ბინების შეძენა უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შეეძლებათ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე 39 კორპუსი განთავსდება, მშენებლობის ხარჯების ნახევარს კი სახელმწიფო დაფარავს.

„მახათას მთაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. 100 ათასი კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზე. პროექტის იდეა 2018 წელს დაიბადა, ხოლო 2021 წელს მშენებლობა დაიწყო, რაც 2022 წელს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედროები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხარჯების ნახევარს სახელმწიფო დაფარავს და სამხედროებს 1 კვ.მ-ში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ“, – ამბობს ჩაჩიბაია.

მისივე ინფორმაციით, ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ, უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო-გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები