LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ლარით „ოქროს ბურთში“ 40 000 ლარამდე თანხა სტარტაპერმა მოიგო!

100
ფორტუნა

მოგებული თანხით ირაკლი ახლად დაწყებული ბიზნესის განვითარებას გეგმავს. ირაკლი ქოქრაშვილი პროგრამისტია და მისი ბიზნესიც სწორედ ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება, ის ვირტუალური რეალობის თამაშებს ქმნის.

„ოქროს ბურთის“ თამაშიც რამდენიმე თვის წინ, ონლაინ დაიწო. როგორც თავად მოგებული ყვება: „www.lotto.ge-ს რეკლამას მოვკარი თვალი რომელიღაც საიტზე, დამაინტერესა და შევედი. თავიდან თამაშის წესებიც არ ვიცოდი, შემდეგ ერთლარიანი ლოტო „5/35 – ოქროს ბურთის“ ბილეთი შევავსე და ასე დავიწყე ლატარიის თამაშიც, მოგების დღეს 4 ბილეთი მქონდა ნაყიდი www.lotto.ge -ზე. როდესაც ლოტოტრონმა ჩემი შერჩეული რიცხვები გამოავლინა, ნახევარი საათი ვერ ვიჯერებდი, რომ 1 ლარად 39 742 ლარი მოვიგე“.

ირაკლი ქოქრაშვილს „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მოგებული თანხა უკვე გადასცა.

1-ლარიანი  ლოტო „5/35 – ოქროს ბურთის“ გათამაშება ყოველდღიურად იმართება „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:30 საათზე. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge-ზე, ასევე, კომპანიის სერვისცენტრებში, რომლებიც მდებარეობს დიდ სავაჭრო მოლებსა და საქართველოს ფოსტის ჯიხურებში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას, „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გისურვებთ წარმატებას!

R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები