LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი თებერვლიდან მოლების გახსნაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს – ეკონომიკის სამინისტრო

75
--turqeti-korona

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ლი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.

„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ლი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები