LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მარტიდან მებაჟეების ხელფასი იზრდება – ფინანსთა მინისტრის საჩუქარი დავოსიდან

377
82641259-2862417547147636-2313328325461803008-o

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფოთში გამართულ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დავოსიდან მიმართა. მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 1 მარტიდან მათ ხელფასები გაეზრდებათ.

ფინანსთა მინისტრი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია

 

„დღეს მსოფლიოს საბაჟო თანამეგობრობა აღნიშნავს მებაჟის საერთაშორისო დღეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ წარმატებები. ახლა ვარ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. აღარ მოვყვები რეფორმების შესახებ, რომელზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი, იქნებოდა ეს განახლებული ინფრასტრუქტურის, თუ საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების კუთხით, ასევე ელექტრონული სერვისების დანერგვის მხრივ. ამ სფეროში მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო. მინდა, გამცნოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის. მადლობას გიხდით კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. ამ შრომას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

24 იანვარი მსოფლიოს მებაჟეთა დღეა. აღნიშნული თარიღი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ფოთში აღნიშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები