LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ოქტომბერს “სინოფარმის” მილიონი დოზა მივიღეთ, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, გთხოვთ, ავიცრათ – ღარიბაშვილი

64
georgia-garibashvili

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირველ ოქტომბერს ქვეყანამ “სინოფარმის” ვაქცინის დამატებითი, მილიონი დოზა მიიღო, ქვეყანაში ყველანაირი ვაქცინის მარაგია და საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ღარიბაშვილის თქმითვე, ხელისუფლება და ჯანდაცვის სექტორი სიტუაციას მართავს და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის:

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო და მივმართო თხოვნით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, პირველ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი “სინოფარმის” ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს “ფაიზერის” ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა.

გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ ძალიან გმირული საქმიანობა გასწიეს, ეწევიან და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად”, – თქვა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები