LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 სექტემბერს Black Sea Arena -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

152
de0bbb2f-4618-4484-afba-8b2796a4582c

1 სექტემბერს, მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  Black Sea Arena -ს  ბაქანზე   გაჩერდება.

მატარებელი  შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 1 სექტემბერს მატ №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს  ბაქანზეც  ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებგვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები