LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელში, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი კიდევ 38 ლარზე მეტად გაიზარდა

56
tbilisi-georgia-old-town

ქვეყანაში არსებობა კიდევ გაძვირდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 241 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 238.2 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 38.2 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის აპრილში საარსებო მინიმუმი 202.8 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში მარტთან შედარებით, 2.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 211 ლარის ნაცვლად 213.5 ლარი გახდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები