LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელში, საქართველოში უკიდურესად ღარიბი ადამიანების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

86
ipiccy-image

საქართველოში უკიდურესად ღარიბი ადამიანების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, რომელსაც “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს, ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა, კერძოდ, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83 296 ადამიანით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764-ს შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები