LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ბიჭის დედას, 39 წლის ასაკში ნანატრი გოგო შეეძინა

10947
0818FB80-DB83-4016-8876-8A2AD2BFDB70-960x504

39 წლის ალექსი ბრეტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 10 ბიჭის გაჩენის შემდეგ, ნანატრი გოგოს დედა გახდებოდა.

ბრეტისა და დევიდის მრავალშვილიანი ოჯახური იდილიის შესახებ არაერთხელ დაწერილა, თუმცა ოჯახში მატებამ დასავლური მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

,,ნამდვილად არ მოველოდით. როცა გავიგე სქესი ექოსკოპიაზე შოკში ვიყავი, მაგრამ ამავდროულად, აღფრთოვანებული“– ამბობს უკვე 11 შვილის დედა.

გოგონას კამერონი დაარქვეს. მას 2-დან 17 წლამდე ასაკის ათი ძმა ჰყავს.

https://www.instagram.com/p/B2NMkDwAgN2/?utm_source=ig_embed

როგორც ჩანს, ბიჭები ახალშობილის მიმართ, და-ძმისთვის დამახასიათებელ ეჭვიანობას არ ამჟღავნებენ.

,,მაქსიმალურად უფრთხილდებიან, ეფერებიან და ანებივრებენ. ცდილობენ არ იხმაურონ, როცა გაიღვიძებს“ – ამბობს დევიდი

მრავალშვილიანი მამა იმასაც ამბობს, რომ ბავშვის სქესს მისთვის, არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მნიშვნელობა.

,,ბევრი გვეკითხებოდა, ვიყავით თუ არა იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ გოგო არ გვყავდა. გულწრფელად ვამბობ – არა.

არ გვქონია პრეფერენციები რომელიმე სქესის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა, კამერონით უზმოდ ბედნიერი ვართ“

https://www.instagram.com/p/BfUDJHNgBA0/?utm_source=ig_embed

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები