LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 დღეში გავიგებთ, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი

62
53813270-2811550552402596-3774944054643523584-o

“მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, საკუთარი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა ყველაფერი გააკეთოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში.

კობახიძის განცხადებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 დღის ვადაში გასაჯაროვდება.

„სია გასაჯაროვდება ძალიან მალე, 10 დღის ვადაში. ეს იქნება სიის პირველი ოცეული. თვის ბოლოს იქნება სრული სია. ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ამ სიაში, პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება სიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენას, ეს თავად მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ შეთანხმება აქვთ დადებული, რომ სიის გამოქვეყნებამდე წინასწარ არ გააჟღერონ, ვინ იქნება მათი სიის ოცეულში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები