LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ხის კოტეჯი, 17 დასაქმებული – ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა

378
DCIM100MEDIADJI_0010.JPG

„ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა; 30 სტუმარზე გათვლილი სასტუმროს კომპლექსი 10 ხის კოტეჯს მოიცავს.

„სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება  170,000 ლარს შეადგენს,  ბენეფიციარის წილი კი, 50,000 ლარზე მეტია;  ახალ სასტუმროში 17 ადამიანი დასაქმდა“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში, გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიასთან ერთად იმყოფებოდა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოში სოფლის განვითარებას უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 58 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 8.7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 6 მილიონ ლარზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები