კოვიდ 19-ის დაავადებისგან განკურნებულთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით უკვე 10 მილიონს ცდება, თუმცა მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

დაღუპულთა რაოდენობა გლობალურად 650 000-ს აჭარბებს.

ურთულესი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტი ტრამპი მოსახლეობას ჰიგიენის დაცვის და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

ბოლო ორი დღეა მარტის შემდეგ ყველაზე მეტი ადგილობრივი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთში. გასულ დღე-ღამეში COVID-19  68 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 64 შიდა გადაცემით.

ლეტალობისა და ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 711-მდე, აზერბაიჯანში კი 423-მდე გაიზარდა.

 

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05