LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ შობას იტალიაში

808
italy-news232323

იტალიელები შობას ტრადიციულად 24 დეკემბრიდან – 6 იანვრამდე აღნიშნავენ და ფაქტობრივად, მთელი ეს პერიოდი ზეიმია. ყველაზე გემრიელი, საოცარი, ზღაპრული და ჯადოსნური გარემო სწორედ იტალიაში დაგხვდებათ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ შობას იტალიაში:

1. იტალიელები საჩუქრებს ორჯერ იღებენ

თუკი იტალიაში სამოგზაუროდ სწორედ ამ პერიოდს შეარჩევთ, წინ უამრავი ფესტივალი, საშობაო მარკეტი და ზეიმი გელოდებათ. სანტას კი საჩუქრები 24 დეკემბერს და 6 იანვარსაც მოაქვს.

2. თეატრალური დადგმები

იტალიის ქუჩები ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მსახიობებით ივსება და ისინი მაყურებლეს ძალიან საინტერესო სანახაობას სთავაზობენ.

3. შობას განგსტერებიც აღნიშნავენ

ნეაპოლი შობის შესახვედრად საუკეთესო დანიშნულებაა. იესოს დაბადების სცენა ხელით შექმნილი ფიგურებით გამოისახება და მთელი ქალაქი ულამაზესი დეკორაციებით ივსება.

4. 7 თევზის სუფრა

იტალიელები საშობაო სუფრაზე ხორცს ერიდებიან და სხვადასხვა სახეობის თევზეულს მიირთმევენ.

5. თუკი მშვიდი დღესასწაული გსურთ…

ქვეყნის ჩრდილოეთში, დოლომიტის ალპებში სრიალი და შობის აღნიშვნა ერთდროულადაა შესაძლებელი. თანაც, ამ დროს იქ ნაკლები ტურისტი და სრული სიმშვიდე დაგხვდებათ.

6. ჯადოსნური განათება

ტურინის ქუჩების განათებაზე ევროპაში საუკეთესო ხელოვანები ზრუნავენ. მეორე ზღაპრული დანიშნულება არის ჩინკვე–ტერე, სადაც სახლების სახურავები 15 ათასი ნათურითაა მორთული.

7. საშობაო მარკეტები

საშობაო მარკეტები სტუმრებს უამრავ რამეს – ტკბილეულს, ტრადიციულ სამზარეულოს, ხელით შექმნილ საჩუქრებს და სხვა საინტერესო ნივთებს სთავაზობს.

ვენეციაში მთელი საშობაო ქალაქიც კი შენდება ხოლმე და ვიზიტორებს ყველაზე ზღაპრულ გარემოს უმზადებს.

8. ყველაზე გემრიელი შობა

იტალიელები საახალწლოდ უამრავი გემრიელობას ამზადებენ. პანეტონე, პანდორო, პანფორტე და ბევრი სხვა რამ, რაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

9. ბევრი დასვენება

25 დეკემბერი ერთადერთი განსაკუთრებული დღე არ არის. მთელი დეკემბრისა და იანვრის განმავლობაში ბევრი დასვენების დღეა და ეს პერიოდი დღესასწაულს ეთმობა.

10. ყველაზე ოჯახური დღეობა

სანტასთვის წერილების დაწერის ნაცვლად იტალიელი ბავშვები წერილებს მშობლებს წერენ, რათა მათდამი სიყვარული გამოხატონ. სიყვარულით სავსე ბარათი სადღესასწაულო სუფრაზე, ოჯახის უფროსის თეფშის ქვეშ თავსდება და მას ვახშმის შემდეგ კითხულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები