ახალი პროექტის შერჩევისას მსახიობები მხოლოდ საკუთარი ინტუიციის იმედზე არიან, რადგან არასდროს იციან რამდენად გაამართლებს მათი ნამუშევარი. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გარდამტეხი როლები თავად პოულობენ მსახიობებს, ისინი კი, რატომღაც უარს ამბობენ წარმატებასა და მრავალმილიონიან ჰონორარებზე.

10 მსახიობი, რომელთაც უარი თქვეს საკულტო როლებზე

უილ სმიტი – ნეო (“მატრიცა”)

1999 წელი, საბოლოოდ ვესტერნი ,,ველური, ველური დასავლეთი” აირჩია, ნეოს როლი ,,მატრიცაში” კი, კიანუ რივზმა მიიღო.

ჰიუ ჯეკმანი – ჯეიმს ბონდი (“კაზინო “როიალი”)

2006 წელი, საბოლოოდ ფილმი ,,პრესტიჟი” აირჩია, მორიგი ჯეიმს ბონდი კი, დენიელ კრეიგმა განასახიერა.

ჯეკ ნიკოლსონი – მაიკლ კორლეონე (,,ნათლიმამა”)

1972 წელი, აირჩია დრამა “მარვინის ბაღების მეფე”, ,,ნათლიმამაში” კი, როლი ალ პაჩინომ მიიღო.

ტომ კრუზი – რენ მაკკორმიკი (“თავისუფლები”)

1984 წელი, აირჩია ფილმი “ლეგენდა”, რენ მაკკორმიკი კი, კევინ ბეიკონმა განასახიერა.

ჯონ ტრავოლტა – ფორესტი (“ფორესტ გამპი”)

1994 წელი, უპირატესობა “კრიმინალურ საკითხავს” მიანიჭა, ფორსტ გამპი კი, ტომ ჰენქსმა განასახიერა.

მეთიუ ბროდერიკი – უოლტერ უაითი (“მძიმე დანასაული”)

2008 წელი, აირჩია კომედია “შეზღუდული”, უაითის როლი კი, ბრაიან კრენსტონმა მიიღო.

ჯონი დეპი – ფერისი (ფერის ბიულერის უქმე დღე)

1986 წელი, აირჩია სამხედრო დრამა “ოცეული”, ფერისის როლი კი მეთიუ ბროდერიკს დაუთმო.

ჯიმ კერი – ედვარდი (“ედვარდი – ხელმაკრატელა”)

1990 წელი, აირჩია ფილმი “მაღალი დაძაბულობა”, ედვარდი კი, ჯონი დეპმა განასახიერა.

პამელა ანდერსონი – სკალი (“საიდუმლო მასალები”)

1998 წელი, სერიალს V.I.P. მიანიჭა უპირატესობა, სკალის როლი კი, ჯილიან ანდერსონმა მიიღო.

ჰარისონ ფორდი – ოსკარ შინდლერი (“შინდლერის სია”)

1993 წელი, აირჩია სერიალი “გაქცეული” შინდლერი კი, ლიამ ნისონმა განასახიერა.

 

მსგავსი თემები