LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით გადის

99

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 577 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 468 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობითვე, 2017 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (331 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (255 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (207 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმ 10 პროდუქტს, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით გადის, ესენია:

• სპილენძის მადნები და კონცენტრატები
• ფეროშენადნობები
• მსუბუქი ავტომობილები
• ყურძნის ნატურალური ღვინოები
• სამკურნალო საშუალებები
• სპირტიანი სასმელები
• მინერალური წყლები
• აზოტოვანი სასუქები
• ოქრო
• თხილი და სხვა კაკალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები