LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-პუნქტიანი გეგმა ქართული ტურიზმის გადასარჩენად – პასუხი პუტინის სანქციებს

188
348

პასუხი პუტინის სანქციებს – ტურიზმის სექტორის წარმომამდგენლებმა სამოქმედო გეგმა დასახეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ქართული ტურიზმის სექტორმა რუსული ავიასანქციების ფონზე.

მათ 10-პუნქტიანი გეგმა ჩამოაყალიბეს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დღეს წარუდგენენ.

გეგმა ასეთია:

  1. ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნოს შატლი;
  2. ჩარტერული რეისების სუბსიდირება;
  3. საგადასახადო შეღავათები სექტორს;
  4. დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური მუშაობა;
  5. ტურ-ოპერატორების პიარ-კამპანიების გააქტიურება;
  6. საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებითვ ირანელი და ინდოელი ტურისტების პრობლემების მაგალითზე;
  7. booking.com-თან შეღავათებზე და ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე (მათ ცალკე ქვეყნად აქვთ მითითებული აფხაზეთი) მოლაპარაკება;
  8. შიდა ტურიზმზე მუშაობის გაძლიერება;
  9. Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ძიების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება;
  10. მეტი ცნობადი სახეების მოწვევა საქართველოში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები