LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საოცრად ლამაზი ფილმი, რომლის ყურების დროსაც დრო ჩერდება

5414
movies-time

ულამაზესი პეიზაჟებით, დეკორაციითა და კოსტუმებით გამორჩეული ფილმები, რომლებიც ყოველთვის დაუვიწყარ სტილს ქმნიან, თითქოს დროს აჩერებენ და სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის მეხსიერებაში.

„მაკბეტი“ (Macbeth) – უილიამ შექსპირი, მაიკლ ფასბინდერის და მარიონ კოტიარის ბრწყინვალე დუეტი, შოტლანდიის ცივი პეიზაჟები და ულამაზესი ხედები – მართლაც არაჩვეუულებრივი „ნაკრებია“ ბრწყინვალე ფილმის შესაქმნელად.

„მინარევი“ (Upstream Color) – შეინ კერუტის ფანტასტიკური დრამა არა მხოლოდ საინტერესო ისტორიით ხიბლავს მატყურებელს, არამედ არაჩვეულებრივი ფერებით, საერთო ატმოსფეროთი და ორიგინალური მონტაჟით.

„პინა“ (Pina) –  ცნობილ გერმანელ მოცეკვავის და ქორეოგრაფის პინა ბაუშის ცხოვრებაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი, პირველ რიგში, დადებითი ემოციით მუხტავს მაყურებელს, რომელსაც ცეკვასთან ერთად  ცხოვრების სრულად, მთელი გულით შეგრძნების სურვილიც უჩნდება.

„ცხოვრება წყალქვეშ“ (The Life Aquatic with Steve Zissou) – მართალია, სათავგადასავლო კომედია, რომელიც უეს ანდერსონმა ფრანგ მკვლევარს ჟაკ-ივ კუსტოს მიუძღვნა, კრიტიკოსებმა არ მოიწონეს, მაგრამ გულწრფელი და მეტად ამაღელბელი ფილმი ზღვის უნიკალურისამყაროთი და არაჩვეულებრივი მსახიობების მონაწილეობით, სწრაფად და დიდი ხნით შეიყვარა მაყურებელმა.

„ამღვრევა“ (A Scanner Darkly) – გადაღების ორიგინალურმა ტექნიკამ – გრაფიკულად დამუშავებულმა კადრებმა ისევე გაამართლა რიჩარდ ლინკლეისტერის ფილმში, როგორც კიანუ რივზის, რობერტ დაუნი უმცროსისა და ვუდი ჰარელსონის მონაწილეობამ.

„წარმოსახვითი სიყვარული“ (Les amours imaginaires) – შემოდგომის ულამაზესი პეიზაჟები, პერსონაჟების დახვეწილი კოსტუმები და ინტელექტუალური საუბრები დამოუკიდებელ კინოზე, იდეალურად ავსებს იმ საბედისწერო სიყვარულის ისტორიას, რომელსაც კანადელი რეჟისორი ქსავიე დოლანი მოუთხრობს მაყურებელს.

„რენესანსი“ (Renaissance) – მომავლის პარიზზე შექმნილი ფუტურისტული მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც ეკრანზე გაცოცხლებულ გოთიკურ რომანს ჰგავს, პირქუში შავ-თეთრი გამომსახველობით და მხატვრების ფილიგრანული ნამუშევრით გამოირჩევა.

„სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან“ ( Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street) – ჰორორის ჟანრში გადაღებული მიუზიკლი ჯონი დეპის, ალან რიკმანის და ჰელენ ბონემ კარტერის მონაწილეობით, ტიმ ბერტონმა მხოლოდ იმ მაყურებლისთვის შექმნა, ვინც არც პირობითობას სცნობს, არც კინემატოგრაფიულ დოგმებს.

„ოსტატი“ (The Master) – პოლ ტომას ანდერსონის დრამა სამხედრო სამსახურიდან დემობილიზირებულ მეზღვაურზე, რომელიც საკუთარ ადგილს ვერ პოულობს ცხოვრებაში, გასული საუკუნის 50-აინი წლების კლასიკური კინოს სტილშია შექმნილი. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ფილმს ორიგინალური სცენარი და უნიჭიერესი მსახიობების ფილიპ სიიმურ ჰოფმანის, ხოაკინ ფენიქსის და ემი ადამსის ბრწყინვალე თამაში მატებს.

„ბარაკა“ (Baraka) – მართალია, რონ ფრიკეს დოკუმენტურ ფილმს არც განსაკუთრებული სიუჟეტი აქვს, არც მთავარი პერსონაჟები ჰყავს, მაგრამ არაჩვეულებრივი მუსიკის და კადრების წყალობით რეჟისორი მაინც ახერხებს უზარმაზარი სამყაროს ჩვენებას თავისი განსხვავებული კულტურით, ადამიანებითა და თვითმყოფადი ცხოვრებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები