LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო ფილმი მეთიუ მაკკონაჰის კარიერაში

5094
metumaconah-news

მეთიუ მაკკონაჰი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მრავალმხრივი და გამორჩეული მსახიობია. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულიც. უზარმაზარი სამსახიობო დიაპაზონი მას საშუალებას აძლევს წარმატებულად გაართვას თავი როლებს სათავგადასავლო, ეპიკურ  და ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში,  შედევრებსა და ნაკლებად წარმატებულ კინოსურათებში. თუმცა მეთიუ მაკკონაჰი ნამდვილი ვარსკვლავია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ნებისმიერ ფილმს, რომელშიც მონაწილეობს, ის კიდევ უფრო უკეთესს ხდის.

გავიხსენოთ 10 საუკეთესო ფილმი მეთიუ მაკკონაჰის კარიერაში:

10 . “How to Lose a Guy in Ten Days” / „როგორ მოვიშოროთ თავყვანისმცემელი ათ დღეში“ (2003)

ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავბიჭუნა ადრე თუ გვიან იღებს თავის როლს რომანტიულ კომედიაში და გამონაკლისი არც მაკკონაჰია. 2003 წლის ფილმში, „როგორ მოვიშოროთ თავყვანისმცემელი 10 დღეში“, სადაც მას პარტნიორობას ქეით ჰადსონი უწევს, მაკკონაჰი გამოუსწორებელი მექალთანის, ბენჯამინ ბარის როლს თამაშობს. ბარი ირწმუნება, რომ 10 დღეში შეუძლია ნებისმიერ ქალს შეაყვაროს თავი და შესაბამის სანაძლეოსაც დებს… თუმცა არ იცის, რომ ქალი, რომელიც სანაძლეოს შესასრულებლად აირჩია ჟურნალისტია და მუშაობს სტატიაზე „როგორ მოვიშოროთ თავყვანისმცემელი ათ დღეში“…

9. „Magic Mike“ / „სუპერ მაიკი“ (2012)

მაკკონაჰის შექმნილი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სახე მაყურებელმა ამჯერად სტივენ სოდერბერგის დრამედიაში „სუპერ მაიკი“ იხილა, სადაც მან სტრიპტიზ კლუბის მფლობელის, დალასის როლი შეასრულა. თავადაც ყოფილი სტრიპტიზიორი დალასი ოცნებობს სტრიპტიზ კლუბების იმპერია შექმნას. ფილმში მაკკონაჰის პარტნიორობას ჩენინგ ტატუმი, ადამ ბომერი და ოლივია მუნი უწევენ.

8. “The Beach Bum” / „უსაქმურთა სანაპირო“ (2019)

უხამსი კომედია პოეტი მუნდოგის შესახებ მოგვითხრობს. ბოჰემური ცხოვრების მოყვარული მუნდოგი ცდილობს თავისი ახალი ნაწარმოები დაასრულოს , რომელსაც   თავისი ქალიშვილის პატივსაცემად წერს. ფილმი კინოეკრანებზე წელს გამოვიდა, მეთიუ მაკკონაჰის შესრულებას კი ექსპერტებმა უკვე მიანიჭეს უმაღლესი შეფასებები.

7. Interstellar / „ინტერსტელარი“ (2014)

კრისტოფერ ნოლანის Sci-Fi დრამა არც თუ ისე შორეული მომავლის შესახებ მოგვითხრობს. ასტრონავტების ჯგუფს უწევს დედამიწა დატოვოს და სხვა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა ეძებოს, რადგანაც დედამიწაზე ცხოვრება კაცობრიობისათვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. მაკკონაჰის გარდა ფილმში ჯესიკა ჩესტეინი, ენ ჰეთეუეი და მაკენზი ფოი მონაწილეობენ.

6. ”Contact” / “კონტაქტი“ (1997)

კარლ საგანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაში, რომელიც რობერტ ზემეკისმა გადაიღო, მაკკონაჰი პარტნიორობას ჯოდი ფოსტერს უწევს. მრავალწლიანი შრომისა და უამრავი კვლევის ჩატარების შემდეგ ასტრონომი ელ ეროუეი (ჯოდი ფოსტერი) მიიღებს მტკიცებულებას, რომ მზის სისტემის გარეთ არსებობს გონიერი სიცოცხლე. მაკკონაჰი ფილმში თეოლოგი პალმერ ჯოსის როლში გვევლინება. ეკრანებზე გამოსვლიდან მალევე „კონტაქტი“ „ჰიუგოს“ პრემიით  დაჯილდოვდა, როგორც სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაცია.

5. „Amistad“ / „ამისტადი“ (1997)

სტივეს სპილბერგის დრამაში მაკკონაჰი როჯერ შერმან ბოლდუინის როლს ასრულებს. ადვოკატის, რომელმაც გადაწყვიტა გემ „ამისტადზე“ მყოფი მონების დაცვა მას შემდეგ, რაც მათ გემი ხელში ჩაიგდეს და თავის გათავისუფლება სცადეს. „ამისტადი“ რეალურ მოვლენებს ეფუძნება და მაკკონაჰის გარდა მასში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც ენტონი ჰოპკინსი და მორგან ფრიმენი არიან.

4. “The Lincoln Lawyer” / „ლინკოლნი ადვოკატისათვის“ (2011)

მიკი ჰოლერი ლოს ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვოკატია, რომელიც სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს. იგი საქმეებს უმეტესწილად თავისი მანქანის, შავი ლინკოლნის სავარძლიდან წარმართავს. ახალი საქმის აღების შემდეგ ჰოლერი შემთხვევით წააწყდება კავშირს ერთ-ერთ ძველ საქმესთან და აღმოაჩენს, რომ მისი ძველი კლიენტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შესაძლოა უდანაშაულოა…

3. “Mud” / “ტალახი” (2012)

ჯეფ ნიკოლსის დრამაში მაკკონაჰი საეჭვო რეპუტაციის დევნილს, სახელად Mud განასახიერებს, რომელიც ორ ადგილობრივ თინეიჯერს დაუმეგობრდება და თავისი ძველი სიყვარულის დაბრუნებას ცდილობს. ფილმში მაკკონაჰის პარტნიორობას რიზ უიზერსპუნი უწევს.

2. „A Time To Kill“ / „მკვლელობის დრო“ (1996)

ჯოელ შუმახერის კრიმინალურ დრამაში მაკკონაჰისთან ერთად ნამდვილი ჰოლივუდური თანავარსკვლავედი მონაწილეობს. ფილმი მოგვითხრობს კარლ ლი ჰეილის (სამუელ ელ ჯექსონი) ისტორიას, ფერადკანიანი მამაკაცის, რომელმაც ორი თეთრკანიანი კაცი მოკლა მას შემდეგ, რაც მათ მისი ათი წლის გოგონა გააუპატიურეს. ჯეიკ ბრიგენსი (მეთიუ მაკკონაჰი) თეთრკანიანი ადვოკატია, რომელიც გადაწყვეტს სასამართლოში კარლ ლი დაიცვას. ფილმში მაკკონაჰისა და ელ ჯექსონი გარდა კევინ სპეისი, სანდრა ბალოკი, დონალდ და კიფერ საზერლენდები და ეშლი ჯადი მონაწილეობენ.

1. „Dallas Buyers Club“ / „დალასის შემსყიდველთა კლუბი“ (2013)

2013 წლის ამ ბიოპიკში მაკკონაჰი რონ ვუდრუფის როლს ასრულებს. შიდსით დაავადებულ კოვბოი ვუდრუფს დიაგნოზი 80-იან წლებში დაუსვეს, როდესაც დაავადების შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი და მასთან საბრძოლველად მხოლოდ საცდელი პრეპარატები არსებობდა. იმისათვის რათა ალტერნატიული გზები მოეძებნა, ვუდრუფმა მექსიკაში ექსპერიმენტული მედიკამენტების დიდი რაოდენობა შეიძინა და მათი რეალიზაცია  დალასში მის მიერვე დაარსებული „დალასის შემსყიდველთა კლუბის“ საშუალებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რონ ვუდრუფის როლის შემსრულებლებად სხვადასხვა დროს ვუდი ჰარელსონის, ბრედ პიტის და რაიან გოსლინგის კანდიდატურები განიხილავდნენ. სამივე მათგანთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ როლზე მაკკონაჰი დაამტკიცეს.

„დალასის შემსყიდველთა კლუბში“ შესრულებული როლისათვის მეთიუ მაკკონაჰის და ჯარედ ლეტოს „ოსკარები“ და „ოქროს გლობუსები“ გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები